თურქული მედიის ინფორმაციით, თურქული თვითმფრინავი უხანიდან საქართველოს შვიდ მოქალაქესაც წამოიყვანს
თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთის 34, საქართველოს შვიდ, ასევე აზერბაიჯანის შვიდ და ალბანეთის ერთ მოქალაქეს თურქეთში ჩაიყვანს, – ამის შესახებ თურქული მედია წერს.
თურქეთის ხელისუფლების კუთვნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი უკვე უხანის აეროპორტშია და გამოსაფრენად ემზადება.
თურქული გამოცემა „ჰურიეთის“ ინფორმაციით, მგზავრებს სპეციალურ ტანსაცმელს დაურიგებენ და ისინი თურქეთის ტერიტორიაზე, 14 დღის განმავლობაში კარანტინში იქნებიან.
„ჩვენ შევიტყვეთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ამ დროისთვის არანაირი სიმპტომი არ აქვთ. ამასთან, პირველი სამედიცინო ჩარევა ჩვენი გუნდების მიერ განხორციელდება უხანის აეროპორტში. თვითმფრინავში გვეყოლება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი. ყველას, მფრინავიდან დაწყებული, სამედიცინო გუნდის წევრებს და ჩვენს მოქალაქეებს, ეცმევა სპეციალური ეკიპირება“, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფარჰეთინ კოჩამ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს