მიხეილ კალანდიას პროცესზე, ზაზა სარალიძემ დაცვის მხარეს ფოტოები ესროლა და სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესზე დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დაცვის მხარეს ფოტოები შეაყარა და სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა.
დარბაზის დატოვებამდე მან განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ მისი აგრესია კალანდიას უფლებადამცველების მისამართით არის, რადგან მისივე თქმით, ისინი ამბობენ, რომ მისი შვილი მოკვლის ღირსი იყო.
„მე როგორც ვხედავ, აქ აქტიურად გრძელდება საუბარი იმაზე, რომ მე ვარ ხელისუფლებასთან და მკვლელებთან გარიგებული. აქ კონკრეტულ საქმეზე საუბარი არ მიდის. უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო, ჩემი აგრესია მათკენ მიდის. სუბელიანისა და კალანდიების ოჯახმა შთამომავალი მომიკლეს", - განაცხადა სარალიძემ, რის შემდეგაც ბრალდების მხარის მისამართით ფოტოები ისროლა.
მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძემ დარბაზი დატოვა, განცხადება გააკეთა კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ. მისი თქმით, ზაზა სარალიძემ პასუხი ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს და არა მათ.
სიახლეები
- "წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი - შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები"
- ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს
- “ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის