რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ საშობაო ლიტურგიაზე
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს ქრისტეშობის დღესასწაულს ზეიმობს.
საშობაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში, ტრადიციისამებრ, გუშინ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. ლიტურგიას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უჩვეულო იყო ერთი ფაქტი, რომელიც დაკვირვებულ თვალს არ გამორჩენია.
სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიამ თამრიკო ჭოხონელიძისა და მარიამ როინიშვილის გარეშე ჩაიარა. ისინი წლებია საშობაო ლიტურგიაზე სამების ტაძრის სასულიერო დასის გუნდთან ერთად გალობენ. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ჭოხონელიძის ოჯახი ლიტურგიაზე შეგნებულად არ მიიწვიეს. რაც მის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება.
საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენლის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ის ამ საკითხზე კომენტარს ხვალ გააკეთებს. მასთან გასაუბრების შემდეგ, ჩვენ თამრიკო ჭოხონელიძეს დავუკავშირდით:
- ქალბატონო თამრიკო, საშობაო ლიტურგიამ სამების საკათედრო ტაძარში გუშინ თქვენი და თქვენი ქალიშვილის გალობის გარეშე ჩაიარა, რამაც საზოგადოებაში გაკვირვება გამოიწვია.. რა იყო ამის მიზეზი, თქვენი განცხადებები ხომ არა?
- მინდა ამ შეკითხვას ხალხმა გასცეს პასუხი, ამიტომ ცოტა ხანს კითხვის ნიშნის ქვეშ დავტოვებ ამ საკითხს. როგორ ფიქრობს ხალხი, რაშია საქმე? მე კარგად ვარ. ეს ცოტა გასაკვირი იყო, მაგრამ არ მწყენია, იმიტომ რომ დღეს მე არაფერი აღარ მიკვირს. მე ჩემს პატარა ტაძარში ყველაფერს კარგად ვაკეთებ. სიყვარული სუფევს ჩემს ოჯახში, ღმერთი კი სიყვარულია. გუშინ გადასარევად მოვახერხე ამის დამტკიცება, ჩემი სახლიდან ტკბილხმოვანება ისმოდა. რა თქმა უნდა, თავისთავად არ არის გასახარელი ამბავი, მაგრამ არ მინდა სიღრმეები ვეძიო.
- ვინ წყვეტს იმას, თუ ვინ იგალობებს საშობაო ლიტურგიაზე?
- არამგონია პატრიარქი წყვეტდეს. ვერ მივაღწიე იქამდე, ვიცი პატრიარქი სხვაგვარად აზროვნებს. მას არ უყვარს მონები და ბრმად გამყოლი ხალხი. მინდა მას ვკითხო, მაქვს თუ არა უფლება ჩემი აზრი და პოზიცია გამაჩნდეს? რამდენიმე მხრიდან ვცადე პატრიარქთან შესვლა და ვერ შევხვდი. ადრე ყოველთვის თვითონ ითხოვდა ჩვენთან შეხვედრას. მინდა მივიდე ილია მეორესთან, მოვეფერო და ვუთხრა, მე არასდროს არავისთვის მიღალატია და მითუმეტეს, პატრიარქისთვის.
სიახლეები
- დაცული ტერიტორიების სააგენტოს 8 თვის მონაცემებით, ყველაზე მონახულებადი 5 დაცული ტერიტორიაა: მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი
- კახა კალაძე გედევან ფოფხაძეზე: “ის ყველაფრის მკადრებელი ადამიანია – გერმანიის ელჩისგან რა განცხადებას ელოდებით, ჩვეულებრივი რადიკალია”
- სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
- “ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი – მათი დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად” - შსს
- “როგორი ტრაგიკული პიროვნებაც იყო სერგო ორჯონიკიძე, ისეთივე ტრაგიკული პიროვნებები არიან თინა ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი, ორი ჩვეულებრივი მოღალატე” - ირაკლი კობახიძე