საგარეო უწყება - ერაყში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გაფრთხილებული არიან
ერაყში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გაფრთხილებული არიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ერაყში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტზე იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო იმყოფება.
„ერაყში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა. გადაფარვა ხორციელდება იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოდან. შესაბამისად, არსებული სტატისტიკა ერყში მყოფი ქართველების შესახებ შეიძლება არ იყოს ზუსტი. თუმცა საელჩო მუშაობს ერაყში საქართველოს საპატიო კონსულების მეშვეობით იმ ქართველებთან, ვის შესახებაც არსებობს ინფორმაცია და ყველა მათგანი გაფრთხილებულია უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ირანს, საელჩო ასევე მუშაობს ამ მიმართულებით,“ - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ ბაღდადის აეროპორტში სამხედრო ოპერაციის დროს, ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, „ყუდსის ძალების“ გენერალი, ყასიმ სულეიმანი დაიღუპა. სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი. თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს საფრანგეთიც. საელჩოს გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ირანში საფრანგეთის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ შეკრების ადგილებზე მისვლისა და სურათების გადაღებისგან.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე