თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი ილგაზის რაიონში ტრაილერს შეეჯახა, არის მსხვერპლი
თურქეთში, ილგაზის რაიონში, თბილისი-სტამბოლის ავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად გარდაცვლილია თურქეთის ერთი მოქალაქე, ხოლო დაშავებულია სამი ადამიანი.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
რაც შეეხება დანარჩენ მგზავრებს, რომლებიც ავტობუსში ისხდნენ, საგარეო უწყების ცნობით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
“შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან საქართველოს საკონსულო დაწესებულებები ანკარასა და სტამბოლში. ისინი ოპერატიულ კავშირზე იმყოფებიან თურქეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთან და ამ წუთებშიც იღებენ ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირების შესახებ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია თურქეთის ერთი მოქალაქე და მძიმედ დაშავებულია თურქეთის ასევე 3 მოქალაქე, რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამიანს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. მოქალაქეობა დგინდება“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ავტობუსი რეისს თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა. თურქული მედიის ცნობით, ავტობუსში ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ.
სიახლეები
- დაცული ტერიტორიების სააგენტოს 8 თვის მონაცემებით, ყველაზე მონახულებადი 5 დაცული ტერიტორიაა: მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი
- კახა კალაძე გედევან ფოფხაძეზე: “ის ყველაფრის მკადრებელი ადამიანია – გერმანიის ელჩისგან რა განცხადებას ელოდებით, ჩვეულებრივი რადიკალია”
- სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
- “ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი – მათი დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად” - შსს
- “როგორი ტრაგიკული პიროვნებაც იყო სერგო ორჯონიკიძე, ისეთივე ტრაგიკული პიროვნებები არიან თინა ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი, ორი ჩვეულებრივი მოღალატე” - ირაკლი კობახიძე