მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ბოქლომი პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს დაადეს
მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ბოქლომი პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს დაადეს.
აქტივისტებმა, თავდაპირველად, რეზიდენციის ჭიშკრის შესასვლელების დაბოქლომება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს, რადგან მათი განმარტებით, ბოქლომი რეზიდენციის იერსახეს ამახინჯებს.
როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტი გახდეს შუამავალი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, "რათა დაიწყოს დიალოგი". მათი თქმით, პრეზიდენტი ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს. ამასთან, მათივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სამარცხვინო პრეზიდენტი.
"ჩვენ მოვედით სალომე ზურაბიშვილთან მშვიდობიანად. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური კრიზისიდან 10 დღის შემდეგ აკეთებს განცხადებას, რომელიც ჩვენთვის გამაღიზიანებელია. ჩვენი მოთხოვნაა პრეზიდენტის მისამართით, რომ ის იყოს შუამავალი რგოლი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომ დაიწყოს დიალოგი", - აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
აქტივისტებს „დაბოქლომებამდე“ ბანერები ჰქონდათ გაშლილი წარწერით: "ბორკილები თავისუფლებას ვერ წაგვართმევს", "ვერ დაგვაშინებთ, ყველას ვერ დაგვიჭერთ". ამასთან, სკანდირებდნენ: "გაბედე".
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე