მიტინგების "უსისხლოდ" დაშლა ისწავლეს?!
18 ნოემბერს თბილისში პარლამენტის გარშემო მდგარი მომიტინგეები სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის შედეგად დაშალეს და ბლოკირება მოუხსნეს პარლამენტის შესასვლელებს, ასევე აიღეს ქვიშის ტომრიანი ბარიკადები.
რომ გავაანალიზოთ, გამოჩნდება, თუ რამდენად განსხვავდება მომიტინგეთა დაშლის ეს ოპერაცია 20-21 ივნისის სპეცოპერაციისგან ,რომ აღარაფერი ვთქვათ 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისი მიტინგების დარბევებისგან.
გამოდის, რომ შსს-ს განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ, რომლის დაქვემდებარებაში არსებული სპეცრაზმებიც ასეთი სპეცოპერაციების მთავარ ძალას წარმოადგენენ, გაითვალისწინა 20-21 ივნისის ღამეს იმავე პარლამენტთან დაშვებული საბედისწერო შეცდომები, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დასახიჩრდა.
ამჯერად, პოლიციის სპეცრაზმებს საბედნიეროდ არალეტალური სასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ და მხოლოდ ბრანდსპოიტებიდან გაშვებულ ცივი წყლის ჭავლებს დასჯერდნენ, რაც საკმარისი აღმოჩნდა მომიტინგეებისგან პარლამენტის გვერდითა ქუჩების გასათავისუფლებად.
სხვა საქმეა, რას მოიმოქმედებდნენ, მანამდე საკმაოდ კორექტულად მოქმედი სპეცრაზმელები, მომიტინგეებს მათთვის მასიურად ქვები რომ დაეშინათ, როგორც ეს 20-21 ივნისისი ღამეს მოხდა - ალბათ, უკიდურეს შემთხვევაში მაინც გამოიყენებდნენ არალეტალურ სასროლ იარაღს რეზინის ტყვიებით.
მიტინგის დაშლა ძალისმიერი მეთოდით, თუნდაც ეს მიტინგი არასანქცირებული იყოს და კანონი სრულ უფლებას აძლევდეს ხელისუფლებას მის დასაშლელად, ძნელი საყურებელია, რადგან სახელმწიფო სამსახურში მყოფი შენი თანამოქალაქეები ძალას იყენებენ ასევე შენს თანამოქალაქეებზე, რომლებიც წინააღმდეგი არიან ასევე შენი ქვეყნის არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ...
პოლიციის მიერ მიტინგების დაშლა მარტო საქართველოში როდი ხდება, პარალელურ რეჟიმში ასეთივე სატელევიზიო კადრებს გადმოსცემენ პარიზისა და ჰონკონგის ქუჩებიდან და ეტყობა ვერც მომავალში ავცდებით, ამ მართლაც, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის ძალიან დამაზიანებელ "სანახაობას", მაგრამ ცოდნა მიტინგის დაშლასაც სჭირდება ისე, რომ ის მიტინგის სასტიკ დარბევაში არ გადაიზარდოს, როგორც ეს სამწუხაროდ 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისს მოხდა...
სიახლეები
- “ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზება, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას მომავალშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან, უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია” - ირაკლი კობახიძე
- პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
- “თორნიკე რიჟვაძემ აჭარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მისთვის კორუფცია და მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი რამ, რაც საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან” - მამუკა მდინარაძე