აქციის მონაწილეები ქვიშით დატვირთულ ტომრებს თავად ეზიდებიან იმ მანქანიდან, რომელიც აქციის ტერიტორიაზე პოლიციამ არ შეუშვა
აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან ქვიშით დატვირთული ტომრები თავად მიაქვთ. ისინი ტომრებს იმ მანქანიდან ეზიდებიან, რომელიც ზუბალაშვილების ქუჩაზე პოლიციამ გააჩერა.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუმარტა, ქვიშა მათ კარვების გასამაგრებლად სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ზუბალაშვილების ქუჩაზე, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
ურთიერთდაპირისპირება იმ ფაქტს მოჰყვა, რომ სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმართულებით არ გაატარეს სატვირთო მანქანა, რომელიც ქვიშის ტომრებითაა დატვირთული.

საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, პარლამენტამდე ტომრები თავად წაიღონ, რასაც უკვე სამართალდამცავების წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ, შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ იქამდე, სატვირთო მანქანის გაჩერების გამო სიტყვიერი შელაპარაკება იყო პოლიციასა და გიგი უგულავას შორისაც. უგულავამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძეს განმარტებები მოსთხოვა, თუ რატომ არ უშვებენ აღნიშნულ მანქანას აქციის ტერიტორიაზე, რაზეც ბუხრაძემ უპასუხა, რომ ეს უსაფრთხოების მიზნით ხდება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე