როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,
11-14 ნოემბერს საქართველოში კვლავ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 14 ნოემბერს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მოიღრუბლება და შედარებით აცივდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 11-13 ნოემბერს +15, +20, ხოლო 14 ნოემბერს +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 11-13 ნოემბერს +17, +20 გრადუსი დაფიქსირდება. 14 ნოემბერს მოიღრუბლება, ტემპერატურა 13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"