" აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც" - ბათუმში 23 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა
ბათუმში 23 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდას ოჯახის წევრები დილიდან ეძებდნენ.
მამაკაცმა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით...“
შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი არხის ოპერატორი,29 წლის სანდრო ბერაძე ცხვარიჭამიის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილის დედა და მეგობრები თვითმკვლელობას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას უკავშირებენ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"