25-26 ოქტომბერს CIESR - ის ორგანიზებით რუსთავში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური თემების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
2019 წლის 25-26 ოქტომბერს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) ორგანიზებით, რუსთავში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური თემების წარმომადგენლებისთვის სამოქალაქო აქტივიზმისა და მონაწილეობის შესახებ, ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგი პროექტის ფარგლებში - ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის“ - გაიმართა, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, ახალგაზრდებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა. ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური თემების წარმომადგენლების პრაქტიკული უნარების განვითარებას, ამასთან სამოქალაქო აქტივიზმისა და თანამონაწილეობისთვის საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდებას.

ტრენინგი თბილისის ყოფილმა მერმა (2014-2017) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა - დავით ნარმანიამ გახსნა. მან მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და განიხილა შემდეგი საკითხები: ადგილობრივი თვითმმართველობის არსი (ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მიმოხილვა); ქონება, ადგილობრივი თვითმმართველობა; ადგილობრივი თვითმმართველობა და აღმასრულებელი ორგანოები; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტები. შემდეგი სესია CIESR-ის გამგეობის წევრმა, თემურ თორდინავამ - სამოქალაქო მონაწილეობის მექანიზმებზე ჩაატარა, ხოლო მონიტორინგის მექანიზმების მნიშვნელობაზე ისაუბრა მონიტორინგის სახელმძღვანელოს თანაავტორმა, ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორმა ოთარ კიკვაძემ. ტრენინგი საჭიროებების შეფასების მეთოდოლოგიის შესახებ სესიით, CIESR–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია დაღელიშვილმა დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობებში მონიტორინგისა და საჭიროებების შეფასების საკითხში, ვიშეგრადის ქვეყნებიდან ექსპერტების მონაწილეობით.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"