"მე ვაგინე ჩემი ქვეყნის მთავარ მტერს და მან ეს გაიგონა"
“ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მე ბოლოჯერ წავიყვანე გადაცემა პირდაპირ ეთერში და მთელი ამ ხნის განმავლობაში, კითხვა, რომელსაც მე ადამიანები მისვამდნენ იყო ეს, რატომ ვაგინე ასეთი უშვერი სიტყვებით პუტინს?
ჯერ ერთი, არაფერი განსაკუთრებული მე არ გამიკეთებია, ამას აკეთებს ყველა საქართველოში - სახლში, ქუჩაში, სამსახურში, ყველა თავის სივრცეში.
ჩემი სივრცე ეს არის. ამიტომაც მე ვაგინე ჩემი ქვეყნის მთავარ მტერს ჩემი სტუდიიდან. არა ჩურჩულით, არა დამალულად, არამედ ყველას გასაგონად, მისსავე ენაზე და თქვენ ნახეთ, მან ეს გაიგონა. ვაგინე იმიტომ, რომ არ მინდა ვიყო ლაჩარი, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მსგავსად, რომელიც ფეხის გულებს ულოკავს ოკუპანტს,”-განაცხადა ტელეკომპანია მთავარის გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, რომელმაც ორი თვის წინ, ჯერ კიდევ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, ვლადიმერ პუტინს დედა აგინა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"