ქუთაისის მერიამ კლუბ ,,ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო
ქუთაისის მერიამ კლუბ ,,ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო.
ამასთან დაკავშირებით მერიამ უკვე ოფიციალურად მიმართა შპს ,,საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის" ადმინისტრაციას. კლუბის მერიის ბალანსზე დაბრუნების საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მიმდინარე წლის 4 სექტემბერს გახდება ცნობილი. საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქუთაისის მერიის,საკრებულოს და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრისას, კლუბის გადაცემის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. ქუთაისის მერი ასევე შეხვდა კლუბის პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავას. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ,,ტორპედომ" ითამაშოს უმაღლეს ლიგაში.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს