ბათუმი მსოფლიო ტურისტული ჯილდოს მფლობელი გახდა
ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა.
ცოტა ხნის წინ, პორტუგალიაში, მადეირაში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული „World Travel Awards“-ის დაჯილდეობა დასრულდა, სადაც კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა.
მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტები იყვნენ სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარ (ბოსნია ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია)
ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ტურიზმის ოსკარი ჩვენია! დიახ, ჩვენ ეს შევძელით!!! ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ამ შთამბეჭდავ შედეგს, რომლის გამოც ყოველთვის ამაყები ვიქნებით!!! ბათუმი დღეს უკვე ღირსეულად დგას ევროპის თუ მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე, ბათუმით მსოფლიო მასმედიის საუკეთესო წარმომადგენლები ინტერესდებიან. ჩვენი უცხოელი კოლეგები შეხვედრისას ხშირად გვთხოვენ გავუმხილოთ ის საიდუმლო რისი მეშვეობითაც ბათუმი და აჭარა მსოფლიო ტურისტულ რუკაზე მყარად იკავებს ლიდერ პოზიციებს.
გილოცავთ!!! ყველას გილოცავთ, ვისთვისაც ძვირფასია ბათუმის,აჭარის და საქართველოს წარმატება”, - ასე გამოეხმაურა გამარჯვებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.
"World Travel Awards"-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ. ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 28 აპრილის ჩათვლით ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო.
სიახლეები
- "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ დასავლეთს"
- "დასავლეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ინტერესების იგნორირება გადაწყვიტა" - ვლადიმერ პუტინი
- ,,შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ"
- "რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ვიღაცები სთხოვდნენ, სავარაუდოდ, ფულს და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის “ჩაშვებას” - ზურაბ ჯაფარიძე
- "პუტინის რეჟიმი ნგრევას" იწყებს ანუ დადის თუ არა კრემლში პრიგოჟინის აჩრდილი - რა ხდება რუსეთში?!