ამ გვერდის ამობედვა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით მატარებლების რეისებს ამატებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების რეისებს ამატებს. ინფორმაციას და მოძრაობის განრიგის ამსახველ ფოტოს საქართველოს რკინიგზა აქვეყნებს.

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://gr.com.ge

ჩვენი აპლიკაციის საშუალებით: onelink.to

საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაკითხვა 101 ჯერ

სიახლეები