,,მთელი ეპოქაა პატრიარქი – ყველაფერმა გადაიარა მის თავზე"- მეუფე ანტონი
,,მთელმა საქართველომ ხომ დაინახეთ, რამდენ ადამიანს უყვარს და როგორ ეტკინა საქართველოს. რას არ ამბობდნენ საპატრიარქოზე, პატრიარქზე, მაგრამ ხომ დაინახეთ ეს სიყვარული”,- ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა განაცხადა.
მისივე თქმით, ილია მეორე მთელი ეპოქაა.
„ამას ხომ დამსახურება უნდა მთელი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებიც განიკითხავდნენ, ამ დროს რაღაცას მაინც გრძნობდნენ. არ შეიძლება, რომ არ ეგრძნოთ. ეს არის ეპოქის კაცი, მთელი ეპოქაა პატრიარქი. ეს ეპოქა, იცით როგორი იყო? – არ ყოფილა რაიმე, რაც მასზე არ გადასულიყო. ყველაფერმა გადაიარა მის თავზე და მის მხრებზე“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე