ამ გვერდის ამობედვა

დაშავებულები არ არიან, დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი – რა ვითარებაა ტყიბულში, სადაც მეწყერი ჩამოწვა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში გამთენიისას ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, 5 სახლი განადგურდა.

დროულად განხორციელებული ევაკუაციის გამო, სტიქიის შედეგად დაშავებულები არ არიან – ევაკუირებულია 38 ოჯახი.

 

ამ დროისთვის, დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი და აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა.

 

ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, გეოლოგები და შესაბამისი ტექნიკა.

წაკითხვა 113 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 12 2026