ამ გვერდის ამობედვა

რუსეთის ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო სოციალური ქსლების მომხმარებლების მესენჯერ-აპლიკაცია MAX-ში გადასაყვანად.

რუსეთის ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო სოციალური ქსლების მომხმარებლების მესენჯერ-აპლიკაცია MAX-ში გადასაყვანად. აპლიკაციის გამოყენება უკვე სავალდებულოა როგორც სახელმწიფო მოხელეებისთვის, ასევე საშუალო სკოლების და საცხოვრებელი კორპუსების ჩატებისთვის.

MAX-ის ლობირების პარალელურად, "როსკომნადზორი" (კომუნიკაციის სფეროს მარეგულირებელი ორგანო რუსეთში) ზღუდავს და ბლოკავს რუსეთში პოპულარულ მესენჯერებს - WhatsApp-სა და Telegram-ს. 2025 წლის აგვისტოში დაიბლოკა ამ მესენჯერებით დარეკვის შესაძლებლობა, ხოლო 2026 წლის თებერვალში "როსკომნადზორმა" გამოაცხადა Telegram-ის შემდგომი შეზღუდვის შესახებ. სავარაუდოდ, 2026 წლის 1 აპრილიდან მოსკოვი აპირებს სრულად დაბლოკოს Telegram-ი, რომლის მუშაობაც უკვე ისედაც მნიშვნელოვნად შენელდა რუსეთის მთელ ტერიტორიაზე.

წაკითხვა 72 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 11 2026