იმერეთში 17 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული მერქანი ამოიღეს
ტყიბულში, იმერეთის სატყეო სამსახურმა, მასშტაბური დარღვევა გამოავლინა. ამოღებულია 17 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული მერქანი, რომლის ტრანსპორტირებაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე მოძრავი ავტომანქანით ხდებოდა.
ასევე დალუქულია არარეგისტრირებული სახერხი საამქრო და ტერიტორიაზე ნაპოვნი უნებართვო სანახშირეც. გარემოსთვის მიყენებული ზიანი დგინდება, საქმეს კი საგამოძიებო უწყებები შეისწავლიან.
” იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ტყიბულში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა 17 კუბურ მეტრამდე სხვადასხვა სახეობის სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ავტომანქანით განახორციელა. საკარმიდამო ნაკვეთში აღმოჩენილია დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უნებართვო სანახშირე. საამქროს ტერიტორიაზეა განთავსებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.”
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე