ამ გვერდის ამობედვა

ისრაელმა ირანი დაბომბა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალმა“) დილით ირანზე საჰაერო იერიში მიიტანა.

კაცის განცხადებით, იერიშის მიზანს წარმოადგენდა „საფრთხეების გაუვნებელყოფა“.

 

ისრაელში მოსალოდნელია ირანის საპასუხო თავდასხმა დრონებითა და რაკეტებით. ამის გამო ქვეყნის ტერიტორიაზე განგაშის სირენები ჩაირთო.

 

ქვეყნის ხელისუფლებამ ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას ურჩევს ზურგის სარდლობის მითითებებს დაემორჩილოს.

წაკითხვა 182 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 28 2026