გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა
სამედიცინო ბრიგადამ 75 წლამდე ქალბატონის სიცოცხლე იხსნა.
ინფორმაციას გვერდი – ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.
,,გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადას გადაეცა გამოძახება მოტივით – ტკივილი გულმკერდის არეში.
ადგილზე მისულ, სასწრაფო დახმარების ბრიგადას დახვდა 75 წლამდე ქალბატონი, რომელიც უჩიოდა გულმკერდში სიმძიმის შეგრძნებასა და ტკივილს, ირადიაციით მარცხენა ზედა კიდურში.
პაციენტი ანამნეზში ქრონიკული დაავადებებს აღნიშნავდა, ასევე კორონარულ სტენტირებას და შუნტირებას. ანამნეზის სრულყოფილი შეკრების და პაციენტის ჩივილების საფუძველზე პარამედიკოსმა დალილა ემილიანოვმა მწვავე კორონარულ სინდრომზე მიიტანა ეჭვი, რაც დადასტურდა ელექტროკარდიოგრამაზე ასახული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის სურათით.
სამედიცინო ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს შესაბამისი დახმარება.
პაციენტი კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგი იყო, თუმცა ბრიგადის წევრების მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოსალოდნელი გართულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ დათანხმდა.
ფარზე გადაყვანის დროს, პაციენტმა გონება დაკარგა, შეწყვიტა სუნთქვა, მაგისტრალურ არტერიაზე გაქრა პულსი. დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა მონიტორზე დაფიქსირებული პარკუჭოვანი ფიბრილაციის შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. ელექტროშოკისა და უწყვეტად მიმდინარე ზეწოლებთან ერთად, პაციენტს მიეწოდებოდა საჭირო მედიკამენტები და ჟანგბადი. მესამე ელექტროშოკის შემდეგ, აღდგა გულისცემა და სუნთქვა, პაციენტი გონს მოვიდა და სტაბილური მდგომარეობითა და ნათელი ცნობიერებით შეყვანილი იქნა კლინიკაში, სადაც დაუდასტურდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა.
პაციენტი ამჟამად ბინაზეა გაწერილი და თავს კარგად გრძნობს”, – წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
- საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – ,,საქსტატი”
- ,,ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი"- ილია თოფურია
- „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება"- გიორგი შარაშიძე
- ,,სანამ „ალდე“ და ქალბატონი კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არასერიოზულია"- შალვა პაპუაშვილი