“ჭრილობა არის მძიმე ხარისხის, მას შეეძლო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის დაყენება” - ლევან რატიანი დაჭრილ სპეცრაზმელზე
“პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შემოყვანისას იყო მძიმე, სიმძიმეს განაპირობებდა ჭრილობის ტრაექტორია”, – ამის შესახებ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც რატიანმა განმარტა, სწორედ ჯავშანმა იხსნა და გადაარჩინა მისი სიცოცხლე.
“ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიყენებულია გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, სადაც არის მოთავსებული გული და აორტა. ჭრილობა არის მძიმე ხარისხის, მას შეეძლო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის დაყენება, მაგრამ საბედნიეროდ პაციენტი ამ ეტაპზე სტაბილურია და ვიტალური ფუნქციები აღდგენილია“.
შეგახსენებთ, ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ე.წ. “ქურდული სამყაროს წევრობის”, “ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის”, “ქურდული სამყაროს წევრისთვის” მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი.
სპეცოპერაციის ფარგლებში, გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო