გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, „არქის“ მასშტაბური პროექტის - Grand Avenue-ს ინვესტორი და ბიზნეს პარტნიორი გახდა. ახალი ინვესტორი პროექტში ფინანსურ ინვესტიციას თავისი წილის პროპორციულად განახორციელებს.
„ეს ჩემი პირველი ინვესტიციაა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვინც შემოგვიერთდება მომავალში, ყველა იამაყებს „გრანდ ავენიუს“ პროექტით. აქ ნამდვილი ქალაქის ახალი ცენტრი იქმნება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ“, - აღნიშნავს გიორგი მამარდაშვილი.
„არქიში“ აცხადებენ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის მნიშვნელობას: „გიორგი მამარდაშვილი არამხოლოდ წარმატებული სპორტსმენია, არამედ ჩვენს ქვეყანაში განვითარების და პროგრესის ერთგვარი სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, მასთან ბიზნესპარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებულია,“ - აცხადებენ კომპანიაში.
დეველოპერულმა კომპანიამ „გრანდ ავენიუ“ საზოგადოებას 20 სექტემბერს წარუდგინა. ეს „არქის“ ახალი პროექტია, რომელიც დადიანის ქუჩაზე, დინამოს სტადიონთან ახლოს, „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციით შენდება. ბინა „გრანდ ავენიუზე“, ქალაქის ახალ ცენტრში, კომპანიისთვის ყველაზე მოთხოვნად პროექტად იქცა და 5 საათში 644 ბინა გაიყიდა, რაც „არქისთვის“ ახალი რეკორდია.
პროექტი თანამედროვე სტანდარტებით იქმნება; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლანდშაფტის განვითარებასა და მრავალფეროვან შიდა ინფრასტრუქტურას. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიის 75%-ზე რეკრეაციული ზონებია გათვალისწინებული, რაც თბილისისთვის უპრეცედენტოა.
Grand Avenue მიზნად ისახავს თბილისის ამ ნაწილის გარდაქმნას თანამედროვე ტიპის ქალაქის ცენტრად, სადაც იქნება ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის, მუშაობისა და განტვირთვისთვის.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს