გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა
,,გარდაიცვალა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა)”, – ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი “მრწამსი – მართლმადიდებლური გვერდი” ავრცელებს.
,,მრწამსი მართლმადიდებლური გვერდი ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მიტროპოლიტ სერაფიმეს გარდაცვალების გამო.
სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიმადლე, უფალო, სულსა მიცვალებულისა, მონისა შენისა, მიტროპოლიტისა სერაფიმესი და მიეც მას საუკუნო ხსენება. ამინ.
გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული მიტროპოლიტი სერაფიმე”, – წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს