“უპასუხისმგებლო 16-17 წლის ახალგაზრდების სისასტიკეს შეეწირა კეთილშობილი გიგას სიცოცხლე”- ვეკუას სკოლა
ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს:
“აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულის, გიგა ავალიანის, ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.
უპასუხისმგებლო 16-17 წლის ახალგაზრდების სისასტიკეს შეეწირა კეთილშობილი, მიზანდასახული, განათლებული ექიმის, გიგა ავალიანის, სიცოცხლე.
ქვეყანამ დაკარგა ღირსეული მოქალაქე, რომელსაც ბევრი კეთილი სურვილი , ნატვრა თუ ოცნება დარჩა განუხორციელებელი.
საქართველოს მომავალს გამოაკლდა კიდევ ერთი პროფესიონალი.
თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს ,სკოლას და ყველა იმ ადამიანს ვისაც გიგა უყვარდა".
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო