“საქართველოში ჩემი საკნიდან ევროპას ვემუდარები, რუსეთის ხელში არ მიგვატოვოს - არ დასაჯოთ რიგითი მოქალაქეები უვიზო რეჟიმის გაუქმებით, მიზანში ამოიღეთ ნამდვილად პასუხისმგებელი პირები” - მზია ამაღლობელი The Guardian-ის სტატიაში
საქართველოში ჩემი საკნიდან ევროპას ვემუდარები, რომ რუსეთის ხელში არ მიგვატოვოს, - ამ სათაურით გამოცემა The Guardian „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, დაკავებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის სტატიას აქვეყნებს.
„ჩემი კოლეგა ჟურნალისტები ყოველდღიურად თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ დავნებდეთ იმ რეჟიმს, რომელიც თავად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ჩემი საკანი მწვანე ფერშია, იმ ფერში, რომელსაც რედაქციაში ვიყენებდით. საწოლი ვიწროა, მაგრამ ჯერ არ გადმოვვარდნილვარ. როდესაც თავისუფალი ვიყავი, მაგრამ უკვე დაკავებას ველოდი, ვხუმრობდი, რომ ციხე კითხვის საშუალებას მომცემდა. მაგრამ აქ, რუსთავის N 5 ქალთა კოლონიაში, მხედველობა თითქმის დავკარგე. ამიტომ ახლა, მოახლოებულ სიბნელეში ვწერ იმ სიბნელის შესახებ, რომელიც ჩემს ქვეყანას, საქართველოს ნელ-ნელა მოიცავს. ბოლო რვა თვის განმავლობაში, ეს ჩემი ცხოვრებაა საქართველოს რეპრესიული რეჟიმის ქვეშ, რომელიც ცდილობს ჟურნალისტების გაჩუმებას, განსხვავებული აზრის ჩახშობასა და ჩვენი სულისკვეთების გატეხვას“, - წერს მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელი ევროპას მოუწოდებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას მხარი დაუჭირონ.
„არ დასაჯოთ რიგითი მოქალაქეები უვიზო რეჟიმის გაუქმებით. მიზანში ამოიღეთ ნამდვილად პასუხისმგებელი პირები: „ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენლები და მათი ბიზნეს ქსელები. ხმა აიმაღლეთ ქუჩაში მყოფი ხალხისთვის, ციხეებში მყოფი ჟურნალისტებისთვის და იმ საზოგადოების დასაცავად, რომელიც დანებებაზე უარს ამბობს. საქართველოსთვის მხარდაჭერის აღმოჩენა არა სოლიდარობა, არამედ პრაგმატული არჩევანია. სამეზობლოში კიდევ ერთი რეპრესიული რეჟიმი თავად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ახლა საქართველოს მიტოვება რუსეთის აგრესიის დასაჩუქრება იქნება“, - აცხადებს მზია ამაღლობელი.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა