EBRD-ის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაუმჯობესდა, ხოლო მოლდოვასა და უკრაინაში პროგნოზი შემცირებულია და 1,5%-ს და 2.5%-ს შეადგენს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა.
ამასთან, EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5%-ით გაიზრდება.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ არა ერთ ქვეყანას, რასაც ადასტურებს რეგიონში არსებული მაჩვენებლები.
EBRD-ის პროგნოზის მიხედვით, სომხეთში პროგნოზი უცვლელად შენარჩუნდა; თურქეთში პროგნოზი 0.3%-ით გაუმჯობესდა; ხოლო, აზერბაიჯანის პროგნოზი შემცირდა – 1.0%-ით.
რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, პროგნოზი ასევე, შემცირებულია. მოლდოვა – პროგნოზი შემცირდა – 0.3%-ით; უკრაინა – პროგნოზი შემცირდა – 0.8%-ით
მოლდოვას შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1,5%-ს შეადგენს, უკრაინის მაჩვენებელი კი 2,5%-იან ნიშნულზეა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე