“ყველა მომღერალს არ აქვს, როგორც ჩანს, მყარი ფსიქიკა და, როცა უკვე ვეღარ მღერიან, ფსიქოლოგის სერვისს საჭიროებენ” - თეა წულუკიანი პაატა ბურჭულაძეზე
“ყველა მომღერალს არ აქვს, როგორც ჩანს, მყარი ფსიქიკა და, როცა უკვე ვეღარ მღერიან, ფსიქოლოგის სერვისს საჭიროებენ”, – ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი, პაატა ბურჭულაძის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს.
“მერე ნახავთ, რა მოგივათ ყველას..” ლა, ლა, გვითხარით, არ დაგვიმალოთ. რა საყვარელია, ეს თურმე, უტვინო.
ყველა მომღერალს არ აქვს, როგორც ჩანს, მყარი ფსიქიკა და როცა უკვე ვეღარ მღერიან, ფსიქოლოგის სერვისს საჭიროებენ. ზოგი სასტიკად ბოროტდება და სატვირთო მანქანაზე იწყებს ჭყავილს (მაგ. ანიტა რაჭველიშვილი), ზოგი პოლიტიკაში ერთვება, მაგრამ რაკი პოლიტიკის ნოტები არ იცის, უბედურდება, საწყლდება, დაატარებს ქართულ დროშას მოსკოვში ნაყიდი “ადიალასავით” და ასე შეურაცხყოფს იმას, რისთვისაც თითქოს იბრძვის (მაგ. ოქტომბრელი პაატა ბურჭულაძე), ან კიდევ ხდება აგრესიული და იწყევლება თავწაკრული დედაკაცივით (მაგ. მზია ნიორაძე) და ა.შ. მოკლედ, ასაკთან და ხმის წასვლასთან ერთად, ფსიქოლოგები უნდა იქირაოთ ზოგიერთმა. ან მიჰბაძოთ და მაგალითი აიღოთ სხვა კოლეგებისგან, ვინც ღირსეულად აგრძელებს პოსტკარიერულ პროფესიულ ცხოვრებას. 5 ოქტომბრის დილას ეს დროშა მოსახსნელი იქნება მხრებიდან და უკუღმა რომ აცმევენ, ის “რუბაშკა” მოსარგები ამავე მხრებზე”, – წერს წულუკიანი.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო