“ბოლო კვირის მონაცემი მიუთითებს, რომ კორონავირუსი ახლა არის უპირატესი ვირუსი” – ივანე ჩხაიძე
„2025 წლის ივლის-აგვისტოში შედარებით მოიმატა კორონავირუსის ხვედრითმა წილმა. ბოლო კვირის მონაცემი, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, მიუთითებს, რომ კორონავირუსი ახლა არის უპირატესი ვირუსი”, – ამის შესახებ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, ეს არის „ომიკრონის“ ქვე ვარიანტი, რომელსაც მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს და, ძირითადად, რესპირაციული სისტემის მსუბუქ დაზიანებას იწვევს.
“იმ პაციენტებთან, ვისაც სჭირდება სტაციონარიზაცია, ისე იმ პაციენტებს, რომლებსაც მხოლოდ ამბულატორიული მართვა სჭირდება, წამყვანი სწორედ კორონა ვირუსია. ჯამური რაოდენობა ორივე მიმართულებით არის 71%.
ომიკრონის“ ერთ-ერთი ქვე ვარიანტია გავრცელებული და მას არ ახასიათებს დაავადების მიმდინარეობის მიხედვით მდგომარეობის დამძიმება, ანთების განვითარება, საავადმყოფოში მოხვედრის აუცილებლობა. ჩვეულებრივი, სტანდარტული ისეთი ტიპის ვირუსია, რომელმაც შეიძლება გაციების მსგავსი სიმპტომატიკა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ არის ეს ვირუსი იმ ვირუსების ჩამონათვალში, რომელსაც ახლა ვაფასებთ, როგორც მსუბუქად მიმდინარე რესპირაციული დაავადების გამომწვევ ვირუსს.
ალბათ, ნოემბრის თვე იქნება ის პერიოდი, როდესაც ჩვენ შეიძლება, გვქონდეს მწვავე რესპირაციული ინფექციების მატება. ამ თვალსაზრისით, ალბათ წლევანდელი წელი გამორჩეული არ იქნება. ჩვენ გვინდა მოსახლეობას შევახსენოთ, რომ წელს ისევე, როგორც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში იქნება შემოტანილი გრიპის ვაქცინა, რომელიც უფასო იქნება. რისკჯგუფს მიეკუთვნებიან ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები და ასევე, რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები 5 წლამდე. განსაკუთრებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვები“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
სიახლეები
- ცნობილია ვინ იბრძოლებს ქუთაისის მერობისთვის
- “სახეზეა საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული, ძალადობრივი თავდასხმა, მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და მოქალაქეთა დასჯის მიზნით, კრიმინალური მეთოდების გამოყენება” - საია
- “თბილისის საარჩევნო შტაბზე “ნაცი” ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა” – პაპუაშვილი
- რუსეთის თავდასხმას დონეცკში 21 ადამიანი ემსხვერპლა
- მზია ამაღლობელს Free Media Awards-ი გადაეცემა