მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა
ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
მამუკა ჩარკვიანს მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალ "ლიგას" პირველი პრემია - ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა - სიმღერისთვის "მწვანე რტოები" (1996), XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის "მაღლა და მაღლა" (1999), ოქროს დისკი ნომინაცია - წლის საუკეთესო სიმღერა - სიმღერებისთვის: "ჩემი აღარა ხარ", "გაზაფხული, "აპრილი" და "დედის ჯერი". 2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი.
2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე