“პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ - სახლში რომ მივალ, ალბათ, შოკში ჩავვარდები - ბრძოლა ბოლომდე!” - გიორგი ახობაძე
ყველა მედიასაშუალებას დიდ მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის - პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობაყველას მიმართ,- ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ახობაძემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდგომ განაცხადა.
„ყველა მედიასაშუალებას დიდ მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის. ალბათ, სახლში რომ მივალ, შოკში ჩავვარდები, ისეთი მხარდაჭერა მქონდა თქვენგან. პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ.
არ მჯერა, აქ რომ ვარ ახლა, მადლობა გვერდში დგომისთვის.
ძალიან მიყვარხართ ყველა - ბრძოლა ბოლომდე“, - მიმართა სასამართლოს ეზოში საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს გიორგი ახობაძემ.
“ბოლომდე“ - სკანდირებდნენ სასამართლოს ეზოში შეკრებილები.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე