რუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს ცემენტმზიდი და მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა - შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა
რუსთავი-თბილისის გზის ფონიჭალის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არ არის მსხვერპლი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 9 ადამიანი, მათ შორის ავტობუსის მძღოლი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
„პირველადი ინფორმაციით, ცემენტმზიდი შეეჯახა რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსს.
ამ მომენტისთვის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე იმყოფება სტაციონარში, სადაც დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
რუსთავის მერია მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს თითოეულ მათგანს. ავტოავარიის მიზეზების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე