შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
,,პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
ისტორიის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა – 15 ქულაზე მეტი.
მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51. მინიმალური გამსვლელი ქულა – 10.2 ქულაზე მეტი.
გეოგრაფიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59. მინიმალური გამსვლელი ქულა კი 15.
ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. მინიმალური გამსვლელი ქულა კი 25.
ისტორიის გამოცდაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი.
რაც შეეხება მათემატიკის გამოცდას, ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 10.2-ზე მეტი.
დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.
გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე”, – წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა