ხობში ავტოავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2 ავტომანქანის შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. ბავშვიც და დედაც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მცირეწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოძიება კი სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 1 პირი. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს