სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარაში ყველის მწარმოებლებსა და ნაყინის რეალიზატორებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები აჭარის ქალაქებსა და მაღალმთიან რეგიონებში რძის გადამმუშავებელ საწარმოებსა და ყველის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ბათუმში, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. საწარმოების ინსპექტირების დროს, კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა, ბიზნესოპერატორებთან დაცული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის წარმოების, შენახვის პირობები და ტემპერატურული რეჟიმი. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარაში დღეისათვის 11 აღიარებული რძის გადამმუშავებელი საწარმოა, თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება არარეგისტრირებული საწარმოები, რომლებიც სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობენ.
,,სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის 2025 წლის პროგრამით, რძის გადამმუშავებელი საწარმოების შემოწმება პრიორიტეტია და სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 4000-მდე სახელმწიფო კონტროლი, გამოვლენილია 40-მდე არარეგისტრირებული საწარმო.
ნაყინზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სანაყინეებშიც, სადაც განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. აჭარის მაღალმთიან კურორტებზე სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს რამდენიმე არარეგისტრირებული სანაყინე, სადაც დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ნაყინის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, რის გამოც მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი,”- წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა