„ბათუმელების“ ანგარიშებს შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო - "ბათუმელები"
ონლაინგამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, მათ ანგარიშს შემოსავლების სამსახურმა, დავალიანების გამო, ინკასო დაადო.
გამოცემის თანახმად, რეალური მიზეზი არის სურვილი, რომ "მედიაორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს". ამასთან, გამოცემა გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც ზეწოლას "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" პატიმრობაში მყოფ დამფუძნებელსა და დირექტორზე მზია ამაღლობელზე, რომელიც სისხლის სამართლის ბრალდებაც განაჩენი მალე უნდა გამოცხადდეს.
"პირველ ივლისს „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ვალი გვაქვს, რომელიც 5 დღეში უნდა გადავიხადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებენ და დაიწყება აღსრულება. ანუ აღსრულების ეროვნული ბიურო „ბათუმელების“ ქონებას გაყიდის. საუბარია რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოფისზე", - წერს გამოცემა.
ამ ეტაპზე „ბათუმელების“ საბიუჯეტო დავალიანება (ძირი თანხა) 47 ათასი ლარია, მათ ინფორმაციით თვის დასაწყისში 136 ათასი ლარი იყო, რაც გადაიხადეს,
"ასევე გვერიცხება სხვა თანხაც – საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი. „ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა შესაბამის თანხებს მის დასაფარად", - წერია "ბათუმელების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართეს, საგადასახადო კოდექსის თანახმად, ვალის გადახდის გრაფიკის შესათავაზებლად, რაზეც უარი მიიღეს.
17 ივლისს კი „ბათუმელების“ ანგარიშებს დაადეს ინკასო.
"დღეს, 21 ივლისია და მზია ამაღლობელის ბოლოს წინა პროცესი იმართება სასამართლოში. შესაბამისად, ინკასო და უახლეს ერთ კვირაში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი", - წერს გამოცემა
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა