“რას გვერჩის დღევანდელი ტერიტორიული ევროპა, მათი ხელისუფლებები, რა უნდათ?” – მეუფე იაკობი
„ვხედავთ, რომ ბოლო ათწლეულებში წამოვიდა ღვთის საწინააღმდეგო სწავლებები და მრავალ ქვეყანაში ფეხი გაიდგა. ჩვენთანაც რომ შეხედოთ – რას გვერჩის დღევანდელი ტერიტორიული ევროპა, მათი ხელისუფლებები, რა უნდათ? თურმე, 31 აგვისტომდე რვა [რეკომენდაცია] უნდა შევასრულოთ”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას ისაუბრა.
“ხელისუფლების ბრალი იქნება, თუ უვიზოდ ვეღარ ვიფრენთ უცხოეთშიო. ფრენისგან ცოტა ძირს დაეშვი და შეხედე, რას სთხოვენ: ოჯახური ღირებულებების კანონი უკან გაიწვიეთო. რატომ მიშლი, ტრადიციები მქონდეს და ოჯახური ღირებულებები მე როგორც მინდა, ისე დავიცვა? რით განსხვავდება ევროპა რუსეთისაგან? იმან 20% წამართვა და შენ ხომ ახლა არჩევანს მართმევ? საქართველოში ვერ მიაღწევთ ამას. ეს არ არის მთავრობის გადასაწყვეტი, ხალხმა გადავწყვიტეთ. თქვენ ხომ ხალხით გველაპარაკებით, ხალხმა გადავწყვიტეთ და ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ, იმიტომ, რომ ქრისტეა ჩვენი არჩევანი. არაფრის დამთმობები არ ვართ, კარგად იცოდნენ უცხო ქვეყნებმაც“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს