"ბიზნესის შემდეგ, მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების ჯერი დადგა" - სალომე ზურაბიშვილი
ბიზნესის შემდეგ, მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების ჯერი დადგა. ბათუმის ყოფილ ხელმძღვანელს ან ესროლეს ან მან თვითმკვლელობა სცადა (ოფიციალური ვერსია) და ის სიცოცხლისთვის იბრძვის. მაღალი დონის კორუფცია და შურისძიება ახალი რეალობაა, რუსული მაფიის სტილში" - წერს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
ზურაბიშვილმა განცხადება გამოაქვეყნა Facebook-ზეც:
"ქვეყანაში სრული განუკითხაობაა! ყველაფრის უფლება საკუთარ ხელში აიღეს იმ ადამიანებმა, ვისაც „მმართველი პარტია“ ჰქვია. დაწერილი სცენარებითა და მოგონილი ზღაპრებით ჰგონიათ, რომ ხალხის მოტყუება შესაძლებელია.
ამ დროს, ამ მოჩვენებითი რეალობის ფარდის მიღმა, ქვეყანა დააბრუნეს მაფიოზურ-კრიმინალურ სივრცეში.
ამ ყველაფერში ჩანს რუსული კვალი - ეს მეთოდები, ეს განუკითხაობა, ეს ცრუ რეალობა და ადამიანური ღირსებისგან დაცლილი რეჟიმი! დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე უარის თქმას ლოგიკურად მოჰყვება ეს მაფიოზური „მმართველობა“.
დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია! დაცული არავინაა!
შექმნილი ვითარება - ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან სავარაუდო მიყვანა თვითმკვლელობამდე, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი - ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია!
ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს „თავისიანებსა“ და „სხვებს“, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია და მოვლენები სწრაფდ ვითარდება!" - დაწერა მან
სიახლეები
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფინეთს დღეს მეოთხედფინალში შეხვდება
- “ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩევლებს, ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან – რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება და აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის” - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- iPhone 17 გამოვიდა
- “რუსებმა ზუსტად იცოდნენ, რას უმიზნებდნენ და კარგად ხედავდნენ, რომ ესროდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს” - ზელენსკი იაროვაზე თავდასხმაზე
- მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ მასირებულ შეტევასაც