იგნორირებული საქართველო - ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის სისტემაში ცვლილებები ოფიციალურ თბილისთან შეთანხმების გარეშე შედის
ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის სისტემაში ცვლილებები შედის.
ანკარაში გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ კი საქართველოს ხელისუფლებამ ან არაფერი იცის ან ოკუპანტთან თანამშრომლობს და დათმობებზე მიდის.
პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ანკარაში სავარაუდოდ, სხვა რაკურსისშეხვედრა გაიმართა.
„შემაერთებელი სადგური არის სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე ახალქალაქში. ანკარაში რა შეხვედრაც გაიმართა, ეს არის სრულიად სხვა რაკურსის შეხვედრა, როგორც ჩანს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ექსპერტები კი ამბობენ, რომ საქართველოს სხვის მიერ დაწერილი წესების მიხედვით მოუწევს მოქმედება.
ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით ანკარაში, რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიებს შორის შეხვედრა შედგა.
სამმხრივ მემორანდუმის მიზანს ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
რუსეთის რკინიგზამ კი ხელმოწერილ მემორანდუმთან დაკავშირებით ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა, რომლის სათაურია „რუსული სარკინიგზო ლიანდაგი შესაძლოა, თურქეთამდე გაგრძელდეს“.
http://rustavi2.ge
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს