“სამხედრო პოლიციამ დამაკავა, დავალება არ შეასრულე მოღალატე ხარ, უვარგისი მფრინავიო”- მფრინავი იმედა მაისურაძე კოდორის მოვლენებზე
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მფრინავ, იმედა მაისურაძეს უსმენენ, რომელიც 2006 წლის ივლისის კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.
იმედა მაისურაძე იხსენებს მისი დაკავების ამბავს, მას შემდეგ რაც არ შეასრულა საცხოვრებელი სახლების დაბომბვის ბრძანება.
„მეორე გაფრენის შემდეგ უკან რომ ვბრუნდებოდი, სანამ დავჯდებოდი უკვე ვხედავდი, რომ ციმციმებიანი მანქანები მელოდებოდნენ სენაკში.
სამხედრო პოლიციამ დამაკავა და ფოთში წამიყვანა. დავალება არ შეასრულე მოღალატე ხარ, უვარგისი მფრინავიო.
ფოთში სატუსაღო იყო ბევრი კოღოებით, მხოლოდ მე დამიჭირეს. დაკითხვებზე მეკითხებოდნენ დეტალებს, რაღაცებს მაბრალებდნენ ცოტ-ცოტას. სრულ სისულელეებს იძახდნენ. თითქოს მე ემზარ კვიციანისგან რაღაც თანხა მქონდა აღებული“,-განაცხადა იმედა მაისურაძემ.
მაისურაძის თქმით, ის 10 -დღიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს და თბილისში საბრძოლო ვერტმფრენით დაბრუნების უფლება მისცეს. მას უკვირს თუ ასეთი საშიში იყო და თანაც მოღალატე როგორ მისცა ხელმძღვანელობამ მოღალატე ადამიანს ამის უფლება.
„შეკრიბეს მთელი ავიაციის პირადი შემადგენლობა მე ჩამომიყვანეს ფოთიდან სენაკში კიდევ ერთად გვლანძღეს ყველა და შემდეგ ისევ ფოთში წამიყვანეს. ამ წაყვანიდან ორ დღეში ჩამოვედი სენაკში. 10 დღეში გამათავისუფლეს, თავდაცვაში დავრჩი, საბრძოლო ვერტმფრენით გადმოვფრინდი თბილისში, თუ ასეთი საშიში ვიყავი საბრძოლო ვერტმფრენი ისევ როგორ მანდეს?! ჩემი მდგომარეობა იყო სასაცილო, პატარა ბავშვს, რომ აშინებენ“,-განაცხადა იმედა მაისურაძემ.
სიახლეები
- კიევზე დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო
- “რაქტიკულად ყველა საჭიროება, კვლევებიდან დაწყებული დამთავრებული მედიკამენტის მიწოდებით, მთლიანად არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს დაფინანსებით” - მიხეილ სარჯველაძე გაფანტული სკლეროზის დაფინანსებაზე
- “რაციონალური მგონია, “ლელო” მისულიყო ფულით “ნაცებთან” და ნუ მაგინებთო, ეთქვა, უბრალოდ, პრობლემა ის არის, რომ სიწუწკემ სძლია და ცოტა შესთავაზა” – ხვიჩია
- “ცალკეულ სახელმწიფოებს სურთ მათთვის სასურველი მდგომარეობა დადგეს საქართველოში, ხელისუფლებაში იყვნენ ის ადამიანები, ვინც მათ დავალებებს შეასრულებს” - მაკა ბოჭორიშვილი
- “ზურაბიშვილის ყოველი ახალი განცხადება წინანდელზე უფრო კომიკური ხდება – თავს და ბოლოს ვერ გაუგებ” - გურამ მაჭარაშვილი