ამ გვერდის ამობედვა

„ან სიკვდილი, ან გამარჯვება“ - შიმშილობა გედევან ფოფხაძემაც გამოაცხადა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას შემდეგ, შიმშილობა გამოაცხადა გედევან ფოფხაძემ, - „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა (2012-19 წლებში).

 

„მე ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას, მეც დღეიდან ვიწყებ შიმშილობას“, - უთხრა ფოფხაძემ დღეს დილას, 28 ივნისს პარლამენტთან მყოფ ჟურნალისტებს.

 

მისი თქმით, „აბსოლუტურად“ ეთანხმება ელენე ხოშტარიას: „შეუძლებელია რეჟიმთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა, როდესაც არის შექმინილი უკანონო რეპრესიული არალეგიტიმური სისტემა, რომელიც ადამიანებს დევნის და ერთი ადამიანის კერძო ინტერესს ემსახურება“.

 

„ამ ფონზე, თუ [მოწინააღმდეგეს] არ დავუპირისპირდით თავგანწირვით და პრინციპული პოზიციით, ჩვენ ამით ვღალატობთ იმ ხალხსაც, ვინც ციხეში უკანონოდ ზის, იმ საზოგადოებას, ვისაც კიდევ აქვს იმედი საქართველოს ევროპული მომავლის. ამიტომ მგონია, რომ ეს არის ბრძოლის სწორი ფორმა“, - თქვა მან.

 

„მზად ვართ, თავი გავწიროთ ამ პოზიციისათვის... ან სიკვდილი, ან გამარჯვება. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება რეჟიმის მიმართ. ამიტომ, მე დღეიდან ვარ ელენესთან ერთად. არავის მოვუწოდებ, მაგრამ მჯერა, ეს პროტესტი ბევრისთვის გახდება მიზიდულობის ცენტრი“, - განაცხადა ფოფხაძემ.

 

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ წუხელ, 27 ივნისს შიმშილობა გამოაცხადა. „მზად ვარ, თავი შევწირო რეჟიმს“, - თქვა მან და საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

წაკითხვა 95 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 28 2025