“პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსთაველის პრემიის შეწყვეტის შესახებ არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა”- კულტურის სამინისტრო
პაატა ბურჭულაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მას შეუწყდა რუსთაველის პრემია, „იმედინიუსი“ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა.
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსთაველის პრემიის შეწყვეტის შესახებ არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა.
„პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსთაველის პრემიის შეწყვეტის შესახებ არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა. ყველა სახელმწიფო პრემია, ყველა სტიპენდია, მათ შორის ფონდი „ქართუს” სტიპენდიები, ყოველთვიურად უცვლელად და დროულად ირიცხება“, – განუცხადეს „იმედინიუსს“ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს