“ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა” - გოგი გვახარია
,,ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, ეს კომისია რომ შექმნილიყო… როგორც ვიცი კომისიის წევრებს შორის ოპოზიცია უნდა ჭარბობდეს… ანუ კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე… ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა”, – ამის შესახებ კინომცოდნე გოგი გვახარია, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებმაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისვლას პატიმრობა არჩიეს, ადამიანურად სიმპათიას იმსახურებენ, თუმცა, ცხოვრება რომანი და კინო არ არის. შესაბამისად, გვახარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თვითმკვლელობა შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ მაინც თვითმკვლელობაა.
“ვიცი როგორი რეაქცია გექნებათ, მაგრამ მაინც დავწერ იმას რასაც ვფიქრობ. მხოლოდ ფრენდებისთვის
აი ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, ეს კომისია რომ შექმნილიყო… როგორც ვიცი კომისიის წევრებს შორის ოპოზიცია უნდა ჭარბობდეს… ანუ კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე… ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა.
ჰო ასეა?
პრინციპულობა იშვიათია ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მართლა დასაფასებელია რომ ოპოზიციამ სიტყვა არ გატეხა. როგორც რომანი, როგორც კინო – უბრალოდ შესანიშნავია და ადამიანურად სიმპათიის მეტს არაფერს იმსახურებს ეს ხალხი. მაგრამ ცხოვრება, სამწუხაროდ, რომანი და კინო არ არის. ნუ, ყოველთვის არ არის. პოლიტიკური თვითმკვლელობა შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ მაინც თვითმკვლელობაა,” – წერს გოგი გვახარია.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს