"კურიერის" ინფორმაციით "როენა მამიდაზე" ფარული სატელეფონო მიყურადება ხორციელდებოდა
სანდო წყარო "კურიერს" უყვება, რომ პროსტიტუციის არალეგალურ საქმიანობასთან როენა ხუცურაულის კავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ ფარული სატელეფონო მოსმენის საფუძველზე გამოკვეთა.
ოფიციალურად როენას მისი სასტუმროები გაქირავებული ჰქონდა, თუმცა სატელეფონო საუბრებით დგინდება, რომ ის სასტუმროების მართვაში თავად მონაწილეობდა.
როენა ხუცურაულის, იგივე "მამიდას" დაკავებას წინ უძღოდა მასშტაბური სპეცოპერაცია, რა დროსაც დედაქალაქში მდებარე 6 სხვადასხვა სასტუმრო დალუქეს, ხოლო რეიდების შედეგად 280 ქალი აიყვანეს. პროსტიტუციისათვისადგილის გამოყოფის საქმის გახსნა სწორედ მათი ჩვენებების საფუძველზე მოხდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე