“რომან შამათავა თვალებში მიყურებდა უტიფრად და მეუბნებოდა, მე მამაშენი არ მომიკლავსო, დგას დედამისი და იძახის, რომ გმირი შვილი გაზარდა, რომელიც ქართველებს კლავდა” - „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი ქრისტინე ქარდავა
რომან შამათავა თვალებში მიყურებდა უტიფრად და მეუბნებოდა, რომ მე მამაშენი არ მომიკლავს. დგას დედამისი და იძახის, რომ ეს ადამიანი არის გმირი – გმირი შვილი გაზარდა, რომელიც ქართველებს კლავდა. უდანაშაულოდ გამოასალმა მამა სიცოცხლეს, დავით ცინდელიანი და არ ვიცი, კიდევ რამდენ ადამიანს დაუშავეს, – ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილმა, ქრისტინე ქარდავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, იმედი აქვს, შამათავა ციხიდან რომ გამო, საქართველოს დატოვებს, ვინაიდან შიშობს, რომ თუ მისი ძმა, ბექა ქარდავა სადმე გადაეყრება, იგი თავს ვერ შეიკავებს.
„საერთოდ, მაქვს იმის იმედი, რომ შამათავა ციხიდან რომ გამოვა, საქართველოს დატოვებს, იმას ვოცნებობ, რომ ქუჩაში არ გადავეყარო. მე ქალი ვარ და შეიძლება ხელით ვერ შევეხო, ვერ მოვთხოვო, როგორ მოკლა მამაჩემი და გადააგდო ზღვაში, ჩემს ძმას რა ვუყო? მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი ძმა ჩამომეშორებინა იმ ოთხი წლის განმავლობაში და თუნდაც სასამართლო პროცესებზე, მხოლოდ მე და დედა ვესწრებოდით. ბექა შედარებით ბავშვი იყო და ვარიდებდი ამ ყველაფერს, მაინც კაცია, შეიძლება ვიღაცას ვერ მოუთმინოს და ჩვენს ოჯახში კიდევ უარესი არ მომხდარიყო და ახლა, სულ რაღაც ერთ წელიწადში, ვდგები ამ საშიშროების წინაშე.“ – განაცხადა ქრისტინე ქარდავამ.
სიახლეები
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფინეთს დღეს მეოთხედფინალში შეხვდება
- “ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩევლებს, ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან – რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება და აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის” - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- iPhone 17 გამოვიდა
- “რუსებმა ზუსტად იცოდნენ, რას უმიზნებდნენ და კარგად ხედავდნენ, რომ ესროდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს” - ზელენსკი იაროვაზე თავდასხმაზე
- მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ მასირებულ შეტევასაც