ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ დამფუძნებელი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია დაიხურა
„ჩვენ ოფისი აღარ გვაქვს, დავხურეთ. გრანტები, რაც გვქონდა, ყველაფერი მორჩა, ახალი უკვე საჭიროებს ამ გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე თანხმობას ანტიკორუფციული ბიუროსაგან და ჩვენ უკვე გვქონდა ამის პრეცედენტი, რომ ბრიტანეთის საელჩოს გრანტის გაცემაზე მათ უარი თქვეს. ოფიციალური მიზეზი იყო ის, რომ თითქოს ჯერ პროცედურები არ არის გაწერილი, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას. როცა სჭირდებათ, ერთ საათში კანონებს წერენ, ქმნიან და ანგრევენ უწყებებს და ა.შ. და ეს არგუმენტი არ არის სიმართლე, მათ უკვე უარი თქვეს ამ ყველაფერზე. გამოდის, რომ ჩვენ უკვე დავიხურეთ და გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე გავჩერდით" - განაცხადა თოლორაიამ
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს