4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ათასი ლარით დააჯარიმა ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია, მის წინააღმდეგ დაწყებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე.
ბაია პატარაიას, ისევე როგორც 20-მდე სხვა საჯარო პირს, რომელთა შორის არიან პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა უჩივლეს ფეისბუკში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტების გამო.
შსს ბაია პატარაიას "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მარიამ ლაშხის, თეა წულუკიანისა და მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საჯარო ფიგურებზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო სიახლეა საქართველოში. ამ ტიპის საქმეებზე 12 ივნისს ოცამდე ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა.
- ნანუკა ჟორჟოლიანი - ჟურნალისტი;
- ვახო სანაია - ჟურნალისტი;
- ვიკა ბუკია - ჟურნალისტი;
- დეა მამისეიშვილი - ჟურნალისტი;
- ეკა მიშველაძე - ჟურნალისტი;
- მიშა მშვილდაძე - ჟურნალისტი;
- თამარ ჩერგოლეიშვილი - პოლიტიკოსი;
- ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკოსი;
- ელენე ხოშტარია - პოლიტიკოსი;
- ალეკო ელისაშვილი - პოლიტიკოსი;
- ანა სუბელიანი - აქტივისტი;
- ბაია პატარაია - აქტივისტი;
- დავით ქაცარავა - აქტივისტი;
- გიორგი ქადაგიძე - აქტივისტი;
- ქეთი მოლაშვილი - აქტივისტი;
- ირაკლი გვალია - აქტივისტი;
- მარიამ გეგუჩაძე - აქტივისტი;
- გიგა მაქარაშვილი - აქტივისტი;
- გიორგი ტუმასიანი - აქტივისტი.
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად გაამკაცრა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის თებერვლის დასაწყისში 17316_ე მუხლით ცალკე გამოეყო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის “სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება”, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე; ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა - 60 დღემდე.
სიახლეები
- “პოლონეთი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ღია კონფლიქტთან ყველაზე ახლოსაა” – ტუსკი
- სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- “არჩევნებში მონაწილეობა ჩემ წინააღმდეგ აღვირახსნილმა ბულინგმა მაიძულა, ამიტომ დავთანხმდი ქუთაისის მერის არჩევნებში ჩართვას” - პაატა ზაქარეიშვილი
- NATO პოლონეთში რუსული დრონების შეჭრას ალიანსზე თავდასხმად არ მიიჩნევს
- რა გზებით შეგიძლიათ, ამომრჩეველთა ერთიან სიაში თქვენი მონაცემები გადაამოწმოთ – ცესკო-ს პრესსპიკერის განმარტება