საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორია მოინახულა
მინისტრი, პარლამენტის წევრ ზაზა ლომინაძესთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ერემეიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო ტერიტორიის განვითარების პოტენციალს და გამართა სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრაზე იმსჯელეს ტერიტორიის ეფექტიანად გამოყენების გზებზე და შესაძლო პროექტებზე, რაც ქუთაისის განვითარებას და მოსახლეობისთვის ახალი ფუნქციური სივრცეების შექმნას შეუწყობს ხელს.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს