ამ გვერდის ამობედვა

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო, საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას და რეკომენდაციებს ავრცელებს.

„წითელი განგაშის“ სირენის ჩართვის შემდეგ – დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები და დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი. იცოდეთ თქვენთვის უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა.

 

შენობაში ყოფნისას – უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები;

 

შენობის გარეთ ყოფნისას – იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

 

ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

 

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;

 

სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

 

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.

 

ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.

 

• თვალყური ადევნეთ ადგილობრივ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის ვებსაიტზეhttps://www.oref.org.il/eng/articles/info/iron-swords/1107/ (შესაძლებელია ისრაელში არსებულ მოწყობილობებზე)

 

• უსაფრთხოების შესახებ განახლებული/განსხვავებული უახლესი ინფორმაციის შესახებ თვალყური ადევნეთ საელჩოს ვებ და ფეისბუქ გვერდებს:https://israel.mfa.gov.ge/ https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GE

 

• ყურადღებით იყავით თქვენ გარშემო.

 

• მოერიდეთ ყველა დემონსტრაციას და დიდ შეკრებებს.

 

• მოერიდეთ ყველა იმ ადგილს, სადაც პოლიციის დიდი რაოდენობაა.

 

• დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები.

 

საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე:

 

+972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7

 

+972 3 609 3206″,- წერია ინფორმაციაში.

წაკითხვა 103 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 13 2025

სიახლეები