უნივერსიტეტთან მიმდინარე აქცია გამთენიისას პოლიციის იძულებით დაიშალა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე საპროტესტო აქცია გამთენიისას მას შემდეგ დაიშალა, რაც ადგილზე პოლიცია გამოჩნდა და მათ დემონსტრანტებს 15 წუთიანი ვადა მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად.
ამ ვადის გასვლის შემდეგ კი მათ გზაზე პოლიციელების კორდონი ჩააყენეს და აქციის მონაწილეები აიძულეს გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ.
ამ წუთისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა გადაკეტილი არ არის.
პროევროპული დემონსტრაციების 197-ე დღეს, 21 წლის მათე დევიძის მხარდასაჭერად ფილარმონიასთან დაწყებული სპონტანური დემონსტრაცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაგრძელდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ღამისთევა გადაწყვიტეს და განაცხადეს, რომ „სადაც დაიწყო მოპარული არჩევნების შემდეგ პროტესტი, იქ ვათენებთ ღამეს სინდისის პატიმრებისთვის“. დემონსტრანტებმა კარვებიც გაშალეს.
აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს